საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით გადააყენებს. მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა, საპარლამენტო არჩევნებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ეწურება, თუმცა იმპიჩმენტი მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი კანონის განზრახ, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი არ დარჩეს, ასევე კონსტიტუციის დამრღვევ ზურაბიშვილს ჰქონდეს გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი. იმპიჩმენტს პრევენციული, პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა აქვს.
