თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საარჩევნო საანგარიშო ყრილობა გაიმართა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საარჩევნო საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ერთადერთ კანდიდატს ვახტანგ მეიფარიანს, რომელიც ფედერაციას ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, დელეგატებმა მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს და მან პოსტი კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე, გენერალური მდივანი კი ლევან გელაშვილი იქნება.