საქართველოს საკალათბურთო სუპერ თასის მფლობელი „ქუთაისი“ გახდა
საქართველოს საკალათბურთო სუპერ თასის მფლობელი „ქუთაისი“ გახდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „თბილისი არენას“ დარბაზში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს 18-ქულიანი სხვაობით, 86:68 აჯობა. ორივე კლუბის შემადგენლობაში საუკეთესო „ქუთაისისა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც 20 ქულასთან ერთად, 11 მოხსნა და 7-შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
