ზუგდიდი ავტორბოლის სერიებს მასპინძლობს
ზუგდიდი ავტორბოლის სერიებს მასპინძლობს, სადაც მონაწილეობას ავტომოყვარულები მთელი საქართველოდან იღებენ. ღონისძიება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის დავით კოდუას ინიციატივით ხორციელდება, რეგიონში სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და წლების განმავლობაში ტარდებოდა დრიფტ და დრაგ სერიები. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ესწრება. ავტორბოლაში ოცნების კანდიდატთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ.
