გლდანის რაიონში არსებულ კლუბ „დოჯოში“ ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატი გაიმართა
გლდანის რაიონში არსებულ კლუბ „დოჯოში“ ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობა 150-მდე სპორტსმენმა მიიღო ოთხ ასაკობრივ ჯგუფში და სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ტურნირში მონაწილეობდა ოლიმპიური ჩემპიონი, ანა ჯაფარიძე. შეჯიბრებას გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრო. ტაეკვანდოს ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდა და ყოველ წლიურ სახეს მიიღებს.