თორნიკე რიჟვაძე „შუახევობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე „შუახევობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მათ შუახევობა მიულოცა და საპატიო შუახეველების დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა. შუახევის მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა სახის აქტივობა. ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო.
