„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, შეხვედრა სამგორში, დიდი ლილოს დასახლებაში გაიმართა. სამგორის დელეგატთან ერთად მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა თეა წულუკიანმა და სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ. ყურადღება გამახვილდა არჩევნების მნიშვნელობაზე და პარტიის სამომავლო გეგმებზე.
