პაციენტ სააკაშვილის გაყალბებული ფორმა ასი
პაციენტ სააკაშვილის გაყალბებულ ფორმა ასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გიული ალასანიას, გიორგი ჩალაძის დახმარება დასჭირდა. „ქრონიკის“ შეკითხვამ ალასანია ჩალაძე ისე გააღიზიანა, რომ ჩვენი ჟურნალისტის მიმართ აგრესია ვერ დამალეს. შეკითხვაზე, ამჯერად რისთვის სჭირდებოდათ დოკუმენტის გაყალბება, პატიმარ სააკაშვილის დედამ კონკრეტულ კითხვაზე, კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა. ისევე როგორც გიორგი ჩალაძემ, რომელიც ამბობს, რომ ამბავი მოგონილია. მიუხედავად იმისა, რომ „ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ სტომატოლოგ მამუკა გოგიბერიძეს, რომელიც კლინიკა „დენტ ეფექტში“ მუშაობს დაუკავშირდნენ გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე და ექიმს სთხოვეს შეეფასებინა, მიხეილ სააკაშვილის პირის ღრუს მდგომარეობა. ექიმმა, კი ფორმა ასი ისე შეადგინა და გასცა, რომ სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს. ფორმა ასის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხი, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა.
