დირექტივა და კანონდარღვევა
დირექტივა და კანონდარღვევა. „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო რეკლამას ბლოკავს. ოპოზიციური არხები საზოგადოებას სახელისუფლებო გუნდის გზავნილებს უმალავს და კანონს არღვევს. ტელევიზიები, იშველიებენ ევროკავშირის ელჩის განცხადებას და შესაბამისად მოქმედებენ. კანონდარღვევას იწონებენ ის ორგანიზაციები, რომელთაც თავად აქვთ პრეტენზია, რომ არიან ობიექტური დამკვირვებლები. მსგავს პოზიციაზეა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელთა მოსაზრებაც ერთი ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციური არხების კანონდარღვევას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, კი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
