მამუკა მდინარაძის განცხადება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს, მმართველი პარტია ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით აპირებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! „ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება! არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება!“,- წერს მამუკა მდინარაძე.
