ზესტაფონში ქალაქის ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ზესტაფონობა“ აღინიშნება
ზესტაფონში ქალაქის ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ზესტაფონობა“ აღინიშნება. ქალაქში დილიდან მიმდინარეობს გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. გამოიფინა რეწვის ოსტატების მიერ შესრულებული ნამუშევრები, მიმდინარეობს იმერული ღვინის დეგუსტაცია. დღის ბოლოს ზესტაფონის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.
