მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემა გრძელდება
მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემა გრძელდება. ამჯერად ინვენტარი და ეკიპირება ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სპორტული დაწესებულებების აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას დაესწრო ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
