რუსული ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე წინ მიიწევენ
რუსული ძალები აღმოსავლეთ ფრონტზე წინ მიიწევენ. ამის შესახებ მონიტორული პროექტი „დიფ სთეითი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა პოზიციების გაუმჯობესება მაქსი მილიანივკის, ცუკურინოს, ტორეცკის, მიასო ჟაროვკისა და რესჩანის მიმართულებით შეძლეს. მანამდე საოკუპაციო ძალებმა კონტროლი დაამყარეს მარინოვკაზე და ნოვოგროდოვკის მიმართულებით წაიწიეს წინ.
