ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს პასუხობს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს პასუხობს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ემანუელ მაკრონის ინიციატივა, ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყდეს, სამარცხვინოა. მანამდე საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელს ღაზაში სამხედრო მოქმედებების გასაგრძელებლად საჭირო იარაღის მიწოდება უნდა შეუწყდეს.
