მმართველი გუნდის შეფასებით, სააკაშვილი, მისი ოჯახის წევრები და თანაპარტიელები მავნებლურ კამპანიას აგრძელებენ
მმართველი გუნდის შეფასებით, სააკაშვილი, მისი ოჯახის წევრები და თანაპარტიელები მავნებლურ კამპანიას აგრძელებენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, გაყალბებული ფორმა ასია. ცნობისთვის, „ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ სტომატოლოგ მამუკა გოგიბერიძეს, რომელიც კლინიკა „დენტ ეფექტში“ მუშაობს დაუკავშირდნენ გიული ალასანია და გიორგი ჩალაძე და ექიმს სთხოვეს შეეფასებინა, მიხეილ სააკაშვილის პირის ღრუს მდგომარეობა. ექიმმა, კი ფორმა ასი ისე შეადგინა და გასცა, რომ სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს. ფორმა ასის არაკანონიერი გზით გაცემის საკითხი, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა.