გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა
გიორგი გველესიანმა ირანის წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ბურთი გაიტანა. მეშვიდე ტურში „პერსე პოლისმა“ საკუთარ სტადიონზე „ჩადორმალუ“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე 33 წლის ქართველი ცენტრალური მცველის ანგარიშზეა.