ზურიკო დავითაშვილის ჰეთთრიქი
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „სენტ ეტიენმა“ საკუთარ სტადიონზე „ოსერს“ ანგარიშით 3:1 მოუგო და სამივე ბურთი 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა. დავითაშვილმა მე-15, 54-ე და 86-ე წუთებზე ეფექტური ბურთებით გამოიჩინა თავი.
