ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება. მობილიზებულია 31 ერთეული სპეცტექნიკა. ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე გაეცნო. წამლობა გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით მიმდინარეობს.
