7 ოქტომბრის ტრაგიკული მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით ევროპის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება
7 ოქტომბრის ტრაგიკული მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით ევროპის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის წლისთავის აღსანიშნავად ლონდონში ისრაელის ასობით მხარდამჭერი გამოვიდა. პარალელურად, ბრიტანეთის დედაქალაქში მასშტაბური აქცია გამართეს პალესტინელების მხარდამჭერებმაც. ისრაელის მოწინააღმდეგეებისა და მხარდამჭერების აქციები გაიმართა ბერლინშიც. რომში კი პროპალესტინელი აქტივისტების მანიფესტაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
