ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის
ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ მან ფრანგულ მაუწყებელ „ფრანს ინტერთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ღაზის სექტორში ომის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური გზით არის შესაძლებელი.
