ისრაელი ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხებს
„ისრაელი ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხებს“,- ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი თქმით, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რაზეც ისრაელს, სრული უფლება აქვს, თეირანს შესაბამისი პასუხი გასცეს.
