რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების ფორუმი გამართა
რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების ფორუმი გამართა. ფორუმში, რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778 ამხანაგობის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. სპორტის სასახლეში მოწყობილ სივრცეში, ,,რუსთავის კორპუსის" მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების საპრეზენტაციო ბანერები და რუსთავის ბიზნეს სექტორის პავილიონები იყო მოწყობილი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარე რეფორმას და კორპუსების განვითარების ახალ კონცეფციაზე ფორუმის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესაუბრა
