„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელებულ მორიგ ფეიკ ამბავს ეხმიანება
„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელებულ მორიგ ფეიკ ამბავს ეხმიანება. დეპუტატი ამბობს, რომ წინა საარჩევნოდ ყველაფერს კადრულობენ მათ შორის არ ერიდებიან არც ოჯახის წევრებზე სიცრუის გავრცელებას. მისი თქმით, გერმანიაში პოლიციამ მისი შვილი და შვილის მეგობრები ნამდვილად გააჩერა და ჩხრეკა დაუწყო, რაც კადრებშიც ჩანს. ახალგაზრდებმა განუმარტეს, რა მიზნით იყვნენ გერმანიაში. როგორც ირკვევა, გერმანელ სამართალდამცველებს ისინი არაბ ტურისტებში შეეშალათ, მოგვიანებით არაბი ტურისტები მოპარულ ნივთებთან ერთად დააკავეს, რაც შპიგელის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს. ქართველ ახალგაზრდებს კი ბოდიში მოუხადეს