დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე გახსნა
კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე გახსნა. ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, სარწყავი და გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა შადრევანი, ვიდეო მონიტორინგის კამერები, საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები. ჩატარდა კედლების მოხატვისა და გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე მცენარე
