კახა კალაძე: მგონი აშშ-ის საელჩოს ფეისბუქის გვერდის ადმინად ლევან ხაბეიშვილი ჰყავს
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოლო დღეებში ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე განთავსებული ბანერების შესახებ ისაუბრა. დედაქალაქის მერის განცხადებით, ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რომ ვხედავთ საელჩოებს, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი. მისი თქმით, მათი ბანერები სიცრუეს შეიცავს, მათ შორის, არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლებთან დაკავშირებით
