ამერიკის საელჩოს სკანდალური გზავნილები - შეფასებები
ამერიკის საელჩოს სკანდალურ გზავნილებთან დაკავშირებით, რომლითაც საელჩო, ამერიკის მოქალაქეებს ეუბნება, 26 ოქტომბრისთვის მოერიდონ მასობრივი შეკრების ადგილებს და მოქალაქეებს საპროტესტო ზონებისგან თავის არიდებას ურჩევენ განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამერიკის საელჩომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვებს, რას ემსახურება, მსგავსი შინაარსის მეილების გაგზავნა. რა სახის ინფორმაციას ფლობს ამერიკის საელჩო, რაც ამერიკის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და რაც არ ვიცით საქართველოს მოქალაქეებმა?! ამ მიზნით „ქრონიკამ“ ამერიკის საელჩოს, წერილობით მიმართა თუმცა პასუხი ჯერ არ არის