ახალი საბავშვო ბაღი
დღესვე მთავრობის მეთაურმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 240 ბავშვისთვისაა განკუთვნილი. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს სასადილოს, სამზარეულოს, სპორტულ დარბაზს, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ასევე, ღია სათამაშო მოედანს.
