ხელისუფლების სწორი პოლიტიკა
საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა, “ქართული ოცნების” როლი, ინსტიტუციური რეფორმები, ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება და გარე ჩარევის თავიდან აცილება - ამ და სხვა საკითხებზე ესპანეთის მმართველობის კოორდინაციისა და გამოყენებითი ეკონომიკის ინსტიტუტი სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო სისტემის გაძლიერება, საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის გაზრდა და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება ის სფეროებია, სადაც საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. სტატიაში ასევე წერია, რომ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ესპანური ანალიტიკური ცენტრი საუბრობს 26 ოქტომბრის არჩევნებზეც.
