"ქართული ოცნების" დელეგატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ
"ქართული ოცნების" დელეგატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში ილია ინჯია, ქართული ოცნების ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმასა და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
