"ქართული ოცნების" მხარდამჭერ ღონისძიებებს დღეს ყვარელი და ახმეტა უმასპინძლებს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერ ღონისძიებებს დღეს ყვარელი და ახმეტა უმასპინძლებს. ჯგუფი მიქსტურა, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე ყვარელში, გუფი ლენდი, მანანა თოდაძე, თემო საჯაია და თამუნა ამონაშვილი კი ახმეტაში - გამოხატავენ ნდობას მმართველი პარტიის მიმართ. გუშინ კი მუსიკოსებმა "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად სცენა საგარეჯოსა და ნინოწმინდაში დაიკავეს.
