თბილისის საკრებულოში სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა
თბილისის საკრებულოში სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ხაზი გაესვა 26 ოქტომბრის არჩევნებს, აღინიშნა, რომ ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი მშვიდობასა და ომს შორის. სხდომას არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ ესწრებოდა. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული 45 საკითხი განიხილეს, მათ შორის დედაქალაქის განაშენიანების რეგულირებისა და საკუთრებაში გადაცემის საკითხები.
