სალომე ზურაბიშვილის განცხადება, თითქოს ე.წ ქარტია გერმანიის პრეზიდენტმა მოიწონა არ დადასტურდა
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, თითქოს ე.წ ქარტია გერმანიის პრეზიდენტმა მოიწონა, არ დადასტურდა. გერმანიის ელჩი ამბობს, რომ მსგავსი პოზიცია არ ახსენდება. ქარტიაზე ხელმომწერები საზოგადოებას ერთწლიან ტექნიკურ მთავრობას სთავაზობენ. თუმცა, რა იქნება ამის შემდეგ, კითხვაზე ოპოზიციას კონკრეტული პასუხი არ აქვს. მმართველი გუნდისთვის კი ეს ქვეყნის განადგურების ქარტიაა. მათი თქმით, არჩევანი საზოგადოებამ სტაბილურობასა და არასტაბილურობას შორის უნდა გააკეთოს.
