გაგრძელდება თუ არა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან კამპანია, რომელსაც მმართველი გუნდი პროგნოზირებდა
გაგრძელდება თუ არა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან კამპანია, რომელსაც მმართველი გუნდი პროგნოზირებდა. “ქართული ოცნების” ლიდერები წინასაარჩევნოდ დასავლეთიდან მოსალოდნელ განცხადებებს აანონსებდნენ. ამერიკის ელჩმა საელჩოს ბოლოდროინდელ ქარდებზე დღეს კომენტარი არ გააკეთა. კიდევ ერთი ქარდი დიპლომატიური უწყების გვერდზე დღეს დაიდო წარწერით- დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ. ამ სტატუსს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სარკაზმით პასუხობს. მამუკა მდინარაძე დიპლომატიურ უწყებას მოუწოდებს, დაიბრუნოს საელჩოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაციონალური მოძრაობისგან. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საელჩოს ქარდებს ერთადერთი მიზანი აქვს, გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი საელჩოს ამ კამპანიას სრული სერიოზულობით უდგებიან.
