აშშ-ის საელჩო საქართველოში მათი ქვეყნის მოქალაქეებს მეილებს უგზავნის
აშშ-ის საელჩო საქართველოში მათი ქვეყნის მოქალაქეებს მეილებს უგზავნის და მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში. შეტყობინებაში, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს ეხება, საელჩო აღნიშნავს, რომ „სპონტანური საპროტესტო აქციები, რომლებიც მოიცავდა ძალადობას“, წარსულშიც ყოფილა საქართველოში. შესაბამისად, მოქალაქეებს საპროტესტო ზონებისგან თავის არიდებას ურჩევენ და განსახორციელებელი მოქმედებების ჩამონათვალს უგზავნიან. ქრონიკამ საელჩოს მიმართა კითხვით, რა მიზანს ემსახურება მსგავსი შინაარსის წერილების გაგზავნა, მაშინ როცა ამ დროისთვის არეულობის რაიმე წინაპირობა არ არსებობს.
