პრემიერ მინისტრმა სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის დარბაზი გახსნა
პრემიერ მინისტრმა სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის დარბაზი გახსნა. ოლიმპიური ჩემპიონის მშობლიურ სოფელში ეს არის პირველი თანამედროვე სტანდარტების სპორტ დარბაზი. კომპლექსი მოიცავს ასი მაყურებლისთვის გათვალისწინებულ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, არის დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები. სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირისა და შეჯიბრების გამართვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
