პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა.
პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ბაღი 180-დან 240 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი. სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულება ექვს ოთახს მოიცავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და 3000-მდე კვ.მ. ფართობზეა აშენებული. შენობაში არის პანდუსები და ადაპტირებული სანიტარიული სივრცეები, ასევე - ღია სათამაშო მოედანი. მთავრობის მეთაურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი, ვიცე სპიკერი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი.
