უეფას ერთა ლიგის ოქტომბრის სანაკრებო მატჩების წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჟურნალისტებს შეხვდა
უეფას ერთა ლიგის ოქტომბრის სანაკრებო მატჩების წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჟურნალისტებს შეხვდა. ფრანგმა სპეციალისტმა უკრაინელებთან და ჩეხებთან გასამართ შეხვედრებსა და ნაკრების ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. ეროვნულ გუნდში მყოფი 23 ფეხბურთელიდან გიორგი გულიაშვილი ერთადერთი დებიუტანტია. კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან კი მხოლოდ ერთი მოთამაშე საბა კვერკველიაა გამოძახებული, რომელიც „დინამო თბილისში“ თამაშობს. საქართველოს ეროვნული გუნდი შეკრებას 7 ოქტომბერს პოლონეთში დაიწყებს. უკრაინა -საქართველოს მატჩს 11 ოქტომბერს ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს და თამაში თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა კი მიხეილ მესხის სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს.