დონეცკის ოლქში უგლედარის აღების შემდეგ რუსეთის არმია წინსვლას განაგრძობს
დონეცკის ოლქში უგლედარის აღების შემდეგ რუსეთის არმია წინსვლას განაგრძობს. ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური პორტალი „დიფსთეითი“ წერს. მედიის ცნობით, ოკუპანტს წინ მიიწევს ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, ტორეცკსა და კიდევ 3 დასახლებულ პუნქტში. უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები წარმატებით იგერიებენ მტრის შეტევებს პოკროვსკის მიმართულებით, თუმცა რთული ვითარებაა ფრონტის ხაზის კიდევ რამდენიმე ადგილას.
