ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მასშტაბური ომის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის მსოფლიო ლიდერებმა მეტი უნდა იმუშაონ. რეგიონში ვითარების ესკალაციის საფრთხე ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა. ვითარება ისრაელის მიერ, ჰეზბოლას შეტევების საპასუხოდ, ლიბანში დაწყებული სამხედრო ოპერაციისა და ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო შეტევის ფონზე კიდევ უფრო დაიძაბა.
