„ტაიმსის“ ცნობით, უკრაინა წლის ბოლომდე 200 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს
„ტაიმსის“ ცნობით, უკრაინა წლის ბოლომდე 200 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზაციას გეგმავს, თუმცა გამოცემა წერს, რომ უკრაინის სამხედრო უწყება გეგმის რეალიზება ვერ შეძლებს. მიზეზად ტაიმსს ამ სფეროში არსებული კორუფცია მოჰყავს, მობილიზაციის ცენტრები გაწვევის ასაკის მამაკაცებს ქრთამის სანაცვლოდ სამხედრო მოვალეობისგან თავის არიდებაში ეხმარებიან.
