ბორის ჯონსონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა
ბორის ჯონსონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოცემა „ტელეგრაფს“ განუცხადა, რომ მსოფლიო უკეთესია, როცა შეერთებულ შტატებს ძლიერი ლიდერი ჰყავს. ჯონსონი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი ლიდერია და ეს საკმარისი საბაბი იქნებოდა, რომ პუტინს ომის დაწყება არ გაერისკა.
