კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემის პროცესს განაგრძობს
კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემის პროცესს განაგრძობს. ინვენტარი და ეკიპირება ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს. პროგრამა მიზნად ისახავს სპორტის განვითარების ხელშეწყობას.
