ავსტრიულმა ლოგისტიკურმა კომპანიამ „გებრუდერ ვაისმა“ ცენტრის რიგით მესამე გაფართოება დაასრულა
ავსტრიულმა ლოგისტიკურმა კომპანიამ „გებრუდერ ვაისმა“ ცენტრის რიგით მესამე გაფართოება დაასრულა. ახალი ტერმინალი ვიცე-პრემიერმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ლოგისტიკური ტერმინალი, რომელიც ტვირთების და ტრანსპორტირების სეგმენტში რეგიონული კვანძია, საქართველოში უკვე 12 წელია ფუნქციონირებს.
