ოზურგეთში თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა
ოზურგეთში თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ჩოგბურთის 3 ღია კორტი მოეწყო, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ჩოგბურთის ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა. კორტების ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა.
