გიორგი ნათენაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვაზის ტერასების განადგურებაში ადანაშაულებს
„ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ვაზის ტერასების განადგურებაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ვარძიის ტერასების მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებსაც აქვეყნებს. ლელოს ლიდერების წარსულიდან გამომდინარე, სახელისუფლებო გუნდში ხაზარაძე ჯაფარიძის დამოკიდებულება არ უკვირთ, ლელოში კი ცდილობენ პარტიის ლიდერებთან დაკავშირებული კითხვაზე პასუხს თავი აარიდონ და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანონ.
