„რიგასის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლაშა ოდიშარიამ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გოლი გაიტანა
„რიგასის“ ქართველმა ფეხბურთელმა ლაშა ოდიშარიამ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გოლი გაიტანა. ლატვიის კლუბი საკუთარ სტადიონზე „გალათასარაისთან“ ორბურთიანი სხვაობით აგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 2-2 დასრულდა. ანგარიში კი 55-ე წუთზე სწორედ ოდიშარიამ გაათანაბრა და 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გოლით „რიგასმა“ კლუბის ისტორიაში ამ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა. ამავე გუნდში ირიცხება კიდევ ერთი ქართველი ლუკა სილაგაძე, რომელიც თადარიგში დარჩა.