ჰეზბოლას ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა
ჰეზბოლას ლიკვიდირებული ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე საფი ად-დინი ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ ისრაელის მედია იტყობინება. ისრაელის თავდაცვის უწყებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო იერიში მიიტანა.
