პეტერ ფიშერი: ჩვენ არ ვიცით საქართველოს პრეზიდენტის სხვა შეხვედრების დეტალების შესახებ, მაგრამ მივესალმებით პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პერსპექტივიდან ყველაფერი კარგადაა
ზურაბიშვილის ვიზიტი გერმანიაში და მის მიერ გამართული საარჩევნო აგიტაცია ქვეყანაში , სადაც 2017 წლიდან უცხოელ პოლიტიკოსებს საარჩევნო კამპანიის წარმოება ეკრძალებათ - გერმანიის ელჩი „ქრონიკასთან“ კანონდარღვევის რეაგირებაზე არაფერს ამბობს და აცხადებს, რომ გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, სხვა შეხვედრების დეტალები მისთვის უცნობია. გერმანიაში ვიზიტისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის პრეზიდენტი მიესალმა ქარტიას, თუმცა ელჩს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია და ვერც გერმანიის პრეზიდენტის, მსგავსი განცხადება გაიხსენა.
