პრემიერი-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქევყენბულ ქარდებს გაუგებარს უწოდებს
პრემიერი-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს გაუგებარს უწოდებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩმა საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ე.წ. ბანერები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, რაც სამწუხაროა. პრემიერის თქმით, ვერც ქარდები და ვერც რაიმე სხვა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე.
