„ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს
„ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ბიზნესმენი სოციალურ ქსელში ვარძიის ტერასების მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებს. წერს, რომ 2021 წლიდან ის პარტნიორებმა დირექტორობიდან უმიზეზოდ გადააყენეს. ინფორმაციისთვის, 2014 წლის ბოლოდან შპს „ვარძიის ტერასებში“ გიორგი ნათენაძის პარტნიორები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გახდნენ.
